თქვენ აქ ხართ: მთავარიჩვენს შესახებ

შპს "სოუნდ სითი" -ს საქმიანობის სფერო წარმოადგენს ღონისძიებების მომსახურებას სცენის კონსტრუქციებით და გახმოვანების აღჭურვულობით.
კომპანია "სოუნდ სითი"-ს ისტორია დასაბამს იღებს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1995 წელს. მაგრამ კომპა ნიის დამფუძნებლებმა მუშაობა ამ მიმართულებით მეტად უფრო ადრე დაიწყეს, ვინაიდან თვლიდნენ, რომ პირადი გამოცდილება, მაღალი პროფესიონალიზმი და კარგი აღჭურვილობა ნებისმიერი ღონისძიების, თუნდაც უმცირესის, წარმატებას განაპირობებს.
ფესტივალებზე, სტადიონებზე კონცერტებისას, როგორც ღია ცის ქვეშ ასევე კლუბებში დისკოტეკებზე მომუშავე ხმის გამაძლიერებელ პროფესიონალთა ჯგუფი გადაიქცა საქართველოში და მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთ გამქირავებელ კომპანიად, რომელიც უზრუნველყოფს ხმის გაძლიერებას "LINE ARRAY"-ს სისტემით.
"სოუნდ სითი" მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის აღჭურვილობას, უზრუნველყოფს ხმის ნებისმიერი სირთულის ჟღერადობის გამაძლიერებელი სისტემის მონტაჟს, სრული სერვისით CLASSIC-დან ROCK-მდე, რამოდენიმე ღონისძიების ერთდროულად ჩატარებისას. აგრეთვე ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს სხვა და სხვა ზომის სცენის, პოდიუმის და გადახურვის სისტემის (დაფუძნებული EURO TRUSS - ის სისტემაზე) კონსტრუქციების მოდულებს.
წლების მანძილზე, სხვადასხვა სირთულის პროექტებზე და მსოფლიოს ვარსკვლავებთან, როგორც საქართველოში ასევე მთელ ამიერკავკასიაში, წარმატებულად მუშაობის შედეგად შეგვიძლია თამამად ვთქვათ და ჩვენი მომხმარებელიც დაგვეთანხმება, რომ ხშირად "სოუნდ სითი" ერთადერთი კომპანიაა რეგიონში, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ყველაზე მომთხოვნი მსოფლიო ვარსკვლავის ტექნიკური მხარდაჭერა.
ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მეგობრული და პარტნიორული ურთიერტობები ბევრ მსგავს კომპანიასთან. "სოუნდ სითი" კვლავაც აგრძელებს ახალი მიმართულებებით განვითარებას და ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისთვის.
ჩვენი ინდივიდუალური მიდგომა ყოველ პროექტთან თუ დამკვეთთან, მოგცემთ საშუალებას თქვათ, რომ თანამშრომლობა "სოუნდ სითი"-სთან თქვენი წარმატების საწინდარია.

საქართველოს ტოპ-7 ლიდერი საწარმო